ლიგა 1. XXXV ტური: კილიან მბაპეს საუკუნის რეკორდი

AutoSharing Option
29 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 35-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"მონაკომ" თამაში შემოატრიალა "ტულუზთან" და გლიკის, მბაპესა და ლემარის გოლებით 3:1 მოიგო. "მონაკო" სამი ქულით უსწრებს პსჟ-ს, რომელიც დღეს მესამეადგილოსან "ნიცას" სტუმრობს.

კილიან მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ტოპლიგებში 15 გოლი გაიტანა სეზონში ამ საუკუნეში (18 წლისა და 172 დღის).

შაბათი. 29 აპრილი
მონაკო-ტულუზი 3:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (46), 1:1 გლიკი (49), 2:1 მბაპე (64), 3:1 ლემარი (75)

მონპელიე-ლილი 0:3
გოლები: 0:1 დე პრევილი (13-პენ), 0:2 შეკა (56), 0:3 ტერიე (75)

ბასტია-რენი 1:0
გოლი: 1:0 კრიველი (68)

ნანტი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 სალა (89)

გენგამი-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 პაჟო (61), 0:2 ამუმა (86-პენ)

მეცი-ნანსი 2:1
გოლები: 1:0 სარი (28), 1:1 მაუსა (41), 2:1 ნგუე (53)

პარასკევი. 28 აპრილი
ანჟერი-ლიონი 1:2

კვირა. 30 აპრილი
კაენი-მარსელი 17:00
დიჟონი-ბორდო 19:00
ნიცა-პსჟ 23:00

1. მონაკო - 83 ქულა; 2. პსჟ - 80; 3. ნიცა - 74; 4. ლიონი - 57; 5. ბორდო - 55.
ასევე დაგაინტერესებთ