სერია A. XVII ტური: გონსალო იგუაინმა საჩემპიონო ინტრიგა მოკლა? [VIDEO]

AutoSharing Option
17 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველმა მატჩმა განსაკუთრებით გაგვახარა, რადგან ლევან მჭედლიძის დუბლით "ემპოლიმ" 2:0 მოუგო "კალიარის".

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

"მილანმა" "სან სიროზე" ვერ მოუგო ბერგამოს "ატალანტას", რომელიც ამ სეზონში კარგად ასპარეზობს - 0:0, თუმცა სტუმრებს უკვე 3 ტურია, რაც ვერ მოუგიათ.

ტურის ცენტრალური მატჩი "იუვენტუს არენაზე" გაიმართა, მე-14 წუთზე გონსალო იგუაინმა სამი ხედირას პასი მიიღო და "რომას" დაცვის ცენტრი უსაქმოდ დატოვა - 1:0.

მაშ ასე, დღეიდან "იუვენტუსი"
უახლოეს მდევარ "რომას" უკვე 7 ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 17 დეკემბერი
ემპოლი-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე (8), 2:0 მჭედლიძე (72)
გამოუყენებელი პენალტი: ჟოაო პედრო (81. კალიარი)

მილანი-ატალანტა 0:0

იუვენტუსი-რომა 1:0
გოლი: 1:0 იგუაინი (14)

კვირა. 18 დეკემბერი
სასუოლო-ინტერი 15:30
კიევო-სამპდორია 18:00
ნაპოლი-ტორინო 18:00
პესკარა-ბოლონია 18:00
უდინეზე-კროტონე 18:00
ჯენოა-პალერმო 23:45
ლაციო-ფიორენტინა 23:45

1. იუვენტუსი - 42 ქულა; 2. რომა - 35; 3. მილანი - 33; 4. ნაპოლი - 31; 5. ლაციო - 31.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული