ლორენცო ტონელი შესაძლოა "ნაპოლის" ორი თვე ვერ დაეხმაროს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" მცველმა ლორენცო ტონელიმ ვარჯიშზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ფეხბურთს მთელი ორი თვით ჩამოშორდეს.

თუ ექიმების შიში გამართლდა, ტონელის სერია A-ს ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ტონელი ამ ზაფხულს გადაბარგდა ნეაპოლურ გუნდში, გასული სეზონი კი "ემპოლიში" გაატარა. ლორენცომ ტოსკანურ გუნდში მთელი 6 წელი დაჰყო, 163 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ტონელის ტრავმაზე მოკლე კომენტარი გააკეთა "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ:

"ლორენცოსთან ერთად "ემპოლიში" ვიმუშავე და ამ ფეხბურთელზე განსაკუთრებულ
იმედებს ვამყარებ. იმედია, ტრავმა მსუბუქი გამოდგება და ტონელი მალე დაგვიბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ის თანაბრად ნაყოფიერი იქნება დაცვის ცენტრში როგორც კულიბალისთან, ისე ალბიოლთან ერთად".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული