ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა ბასტიან შვაინშტაიგერი დაიმატოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერის დამატების ვარიანტს განიხილავს.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბასიტანის მიწვევაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც მათი ფეხბურთელის პოლ ბოგბას "იუნაიტედში" ტრანსფერზე სერიოზულად დაიწყო საუბარი. შესაბამისად, გამორიცხული არაა, მხარეებმა 23 წლის ფრანგთან დაკავშირებით გარიგებაში 32 წლის გერმანელიც ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, რადგან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება.