სერია A. XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: რიგონები ინძაგების მერე

AutoSharing Option
* "მილანს" კუთხურების შესრულების მერე ყველაზე მეტი (7) გოლი აქვს გატანილი.

* "რომას" მატჩების პირველ 30 წუთში ყველაზე მეტი (18) გოლი აქვს გატანილი.

* "რომასთან" მარცხამდე "ფიორენტინას" 4 გოლი სერია A-ში 2015 წლის მარტის მერე არ გაეშვა.

* "რომას" რიგებში სტეფან ელ შაარავიმ 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა.

* "რომას მაისურით მოჰამედ სალაჰმა უკანასკნელ 4 შეხვედრაში 8 გოლი შექმნა - 5 გაიტანა, ხოლო 3 თანაგუნდელებს გაატანინა.

* ამ სეზონში "სამპდორიამ"
ზედიზედ ორჯერ კარი მშრალად პირველად შეინახა. გენუელებმა "ვერონას" კარში პირველ ტაიმში 7-ჯერ დაარტყეს, რაც მათი საუკეთესო შედეგია მიმდინარე ჩემპიონატში. რობერტო სორიანოს კი ახლა ვერონელთა წინააღმდეგ 4 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

* ამ სეზონში ნაპოლის მატჩების პირველ ტაიმებში 2 ან მეტი გოლი 9-ჯერ აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* გონსალო იგუაინს გოლი ბურთთან ყოველ 44 შეხებაში ერთხელ გააქვს. ეს მიმდინარე სერია A-ს რეკორდია იმ ფეხბურთელების გათვალისწინებით, რომლებსაც ბურთთან 100 და მეტი შეხება აქვთ.

* "ლაციოს" ზედიზედ 4 საგარეო ფრე აქვს, აქედან 3 ანგარიშით 0:0.

* "სასუოლოსთან" მატჩში მარიო ბალოტელი მეტოქის საჯარიმოში ბურთს არ შეხებია.

* "იუვენტუსმა" სერია A-ს რეკორდი გაიმეორა, ჩაატარა რა ზედიზედ 9 ტური ისე, რომ გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი 1972-73 წლების სეზონში თავად "იუვეს" ეკუთვნის, 1972 წელს "ინტერს" და 1994 წელს "მილანს".

* ჯანლუიჯი ბუფონს უკვე 836 წუთია სერია A-ში გოლი არ გაუშვია (დამატებული წუთების გარეშე). ეს რეკორდია მას მერე, რაც მოგებაზე 3 ქულა იწერება და არა 2. ხოლო მთლიანობაში, მესამე შედეგია. მეორე ადგილზე ამ მხრივ დინო ძოფია 903 წუთით, ხოლო პირველზე - როსი 929 წუთით.

* ანდრეა ბარძალიმ "იუვეს" მაისურით მხოლოდ მეორე გოლი გაიტანა. პირველიც, 91 მატჩის წინათ, მან "ატალანტას" შეუგდო 2012 წლის მაისში და მას მაშინაც ვარდისფერი საგარეო ფორმა ეცვა.

* ბოლოს "ინტერმა" ზედიზედ ორ საშინაო მატჩში 3 და მეტი გოლი 2012 წლის იანვარში გაიტანა.

* ნიკოლა და ლუკა რიგონებმა გასულ ტურში გოლი გაიტანეს. ბოლოს ძმებმა სერია A-ს ერთ ტურში თავის გამოჩენა 2003 წელს შეძლეს - მაშინ ეს სიმონე (ლაციო) და ფილიპო (მილანი) ინძაგიმ შეძლეს.

* 28 ტურის მერე "ნაპოლის" 58 გოლი აქვს და ეს ამ გუნდის საუკეთესო შედეგია 1957/58 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ამ დროისთვის 59 გოლი ჰქონდა გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული