რომა-ფიორენტინა 4:1 - დედაქალაქელთა ზედიზედ მეშვიდე მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, იტალიის სერია A-ს XXVIII-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "რომამ" დედაქალაქში ფლორენციის "ფიორენტინა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა სამი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. თავი სტეფან ელ შაარავიმ (22), მოჰამედ სალაჰმა (25) და დიეგო პეროტიმ (38) გამოიჩინეს. შესვენებამდე "ფიორენტინამ" ერთი ბურთი გაქვითა  - პენალტი ზუსტად იოსიპ ილიჩიჩმა შეასრულა.

საბოლოო ანგარიში სალაჰმა დააფიქსირა, რომელმაც 58-ე წუთზე დუბლი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა და 56 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.
მეოთხე "ფიორენტინაა" 53 ქულით. ცხრილის სათავეში კი 61 ქულით ტურინის "იუვენტუსია", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 5 და 6 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული