ტურინის "იუვენტუსს" ოსკარი სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ოსკარი ტურინის "იუვენტუსის" სამიზნედ იქცა.

ინფორმაციას ამის შესახებ Tmw ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელები ოსკარის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან. ფეხბურთელის გადმობირება გუნდის მთავარ მწვრთნელს, მასიმილანო ალეგრის სურს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ბრაზილიელის ანგარიშზე 16 შეხვედრაა, სადავ თავი ოთხი გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო ოსკარი ნამდვილად კარგი შენაძენი იქნება იუვესთვის
georgiano
19:16 26-12-2015
0

სიახლეები პოპულარული