ფედერიკო ბალცარეტიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ფედერიკო ბალცარეტიმ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 33 წლის ასაკში კარიერას ასრულებს.

მიზეზი ქრონიკული ტრავმებია, რის გამოც ფეხბურთელს, პრაქტიკულად, ბოლო სამი წელი გაუცდა:

"უმძიმესი დღეა, რადგან თავს ვანებებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჯანმრთელობა რომ ხელს მიწყობდეს, ალბათ, კიდევ 6-7 წელი ვითამაშებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა რეალობაა.

მყესი დღემდე ტრავმირებული მაქვს და ვერც კი ვვარჯიშობ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო. ამ მძიმე პერიოდში ძალიან გამახარა "რომას" მესვეურთა შემოთავაზებამ - კლუბში დავრჩე და საინტერესო საქმით დავკავდე.

ამ ეტაპზე, განათხოვრებული
ფეხბურთელების კურატორი ვიქნები და მათ დავაკვირდები. ამასთან, სასწავლო კურსებს გავივლი, რათა მომავალში კლუბის ადმინისტრაციულ სტრუქტურაში მუშაობა შევძლო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული