ფრედი გუარინი მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
ცუდი ამბავი გვაქვს "ინტერის" გულშემატკივრებისთვის, რადგან ფრედი გუარინმა ტრავმა მიიღო და როგორც ექიმებმა განაცხადეს, მინიმუმ 4-5 კვირა მოუწევს უქმობა. 28 წლის ნახევარმცველმა კუნთი გაიჭიმა და ვარჯიშის ჩამთავრება ვერ შეძლო.

მოკლედ, გუარინისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია და "ინტერს" დარჩენილ სამ თამაშში ვერ დაეხმარება. არადა, მილანური გრანდი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, მათ შორის უახლოესი - "იუვენტუსთან".

"ნერაძურის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა და საკითხავი მხოლოდ ისაა, შეძლებს თუ არა ფრედი კოპა ამერიკაზე თამაშს, სადაც ის კოლუმბიის გაფართოებულ
განაცხადშია შეყვანილი და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საბოლოო სიაშიც მოხვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული