რუდი გარსია: ტოტი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "რომამ" სტუმრად გაანადგურა მილანის "ინტერი" - 3:0.

მე-18 წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ შორი მანძილიდან გახსნა ანგარიში. მე-40 წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ჟერვინიო წააქციეს, ტოტიმ პენალტით დუბლი შეასრულა.

44-ე წუთზე "რომამ" "ინტერი" კონტრშეტევაზე დაიჭირა - გოლი ალესანდრო ფლორენციმ გაიტანა - 0:3.

მეორე ტაიმში უხეშობისთვის ფედერიკო ბალცარეტი გააძევა, თუმცა ამან "ინტერს" არ უშველა.

"რომამ" იტალიის ჩემპიონატის სტარტზე შვიდივე მატჩი მოიგო და 21 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. "ინტერი" 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

რუდი გარსია (რომა): "ეს იყო დიდებული მატჩი, გუნდური სული
გამოვავლინეთ, მამაცურად ვითამაშეთ.

აქ მოგება ძალზე ძნელია და ეს მე მახარებს. "სკუდეტო", ჯერ ადრე არაა ამაზე ლაპარაკი? ნახეთ რამდენი დარჩა სეზონის დასრულებამდე.

რაც შეეხება ფრანჩესკო ტოტის, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული