მატია დე შილიო სიკვდილს გადაურჩა

AutoSharing Option
"მილანის" და იტალიის ნაკრების მცველი მატია დე შილიო სიკვდილს გადაურჩა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - სერიოზული ავარიის მიუხედავად, ფეხბურთელს ნაკაწრიც არ აქვს.

ავარია ოთხშაბათს, დილით მილანის სიახლოვეს მოხდა - 20 წლის დე შილიოს "აუდი" შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა.

იმის მიუხედავად, რომ დი შილიოს არაფერი მოსვლია, ექიმებმა ის მაინც გააქანეს ჰოსპიტალში გამოსაკვლევად.

დე შილიოს სანახავად პირველები "მილანის" ფეხბურთელები, რიკარდო მონტოლივო და სტეფან ელ შაარავი მივიდნენ.

მატია დე შილიომ თვის დასაწყისში მუხლის ოპერაცია გადაიტანა და დროებით ვერ თამაშობს. შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასზე დე შილიომ
იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი.

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი რთულ ვითარებაში - არც ინაციო აბატე, არც მატია დე შილიო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული