არის ახალი კონტრაქტი! დონარუმა 2021 წლამდე "მილანში" რჩება

AutoSharing Option
გუშინ ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანთან" ახალი, 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კლუბსა და 18 წლის მეკარეს შორის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა და ახალი კონტრაქტის გაფორმება არავის გაჰკვირვებია. ფეხბურთელი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. დონარუმას სატრანსფერო ფასად 70 მილიონი ევრო განისაზღვრა.

ეს კი სიახლეა - აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯიჯოს სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევრო იქნებოდა, მაგრამ თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება, თანხა ავტომატურად განახევრდებოდა. როგორც ჩანს, მხარეებმა გაიმარტივეს საქმე და დონარუმა პირადაპირ 70 მილიონ ევროდ შეაფასეს.

ერთი სიტყვით, თუ მომდევნო
ზაფხულს ჯანლუიჯი დონარუმა "მილანიდან" წასვლას მოისურვებს და რომელიმე კლუბი მასში 70 მილიონ ევროს გადაიხდის, "მილანი" ტრანსფერს ვერ დაბლოკავს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა "მილანის" გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ: "საბედნიეროდ, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ჯანლუიჯი დონარუმა "მილანში" გააგრძელებს კარიერას. დღეს ასეთი რეალობაა, მომავლის განჭვრეტა კი შეუძლებელია. იყო პრობლემები, გულშემატკივრები განაწყენდნენ ჯიჯოზე, მაგრამ ეს ისტორია წარსულს უნდა ჩაბარდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული