ვინჩენცო მონტელა: გაისად გვნახეთ!..

AutoSharing Option
სერია A-ში "მილანმა" მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. "როსონერის" ჰქონდა ჩავარდნები, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა და საუკეთესო სამეულშიც კი იყო - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ სეზონი მოკლედ შეაფასა:

"მთლიანობაში, სეზონს ძალიან დადებითად ვაფასებ. იტალიის ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დავასრულეთ და ევროარენაზე დავბრუნდით, რაც იყო კიდეც ჩვენი უმთავრესი მიზანი. ამასთან, მოვიგეთ იტალიის სუპერთასი, რამაც ჩვენი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა.

იტალიის სუპერთასი ერთადერთი ტიტულია, რომელიც ამ სეზონში "იუვენტუსმა" ვერ მოიგო. ამასთან, ჩამოგვიყალიბდა აზრი ფეხბურთელებთან დაკავშირებით და ვიცით,
როგორ უნდა ვიმოქმედოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. რამდენიმე მოთამაშე დაგვემშვიდობება და ბუნებრივია, დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. კლუბის სპორტულ დირექტორ მასიმო მირაბელისთან ყოველდღიურად ვურთიერთობ და უკვე დასახული გვაქვს გეგმები. მომდევნო სეზონში, გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული