სერია A. XXXVII ტური: ტურინის "იუვენტუსმა" სკუდეტო ზედიზედ მეექვსედ მოიგო

AutoSharing Option
21 მაისს იტალიის სერია A-ს 37 ტურის მატჩები გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" შინ "კროტონეს" 3:0 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა.

ტურინელთა შემადგენლობაში გოლები მარიო მანჯუკიჩმა, პაულო დიბალამ და ალექს სანდრომ გაიტანეს. ბოლო ტურის წინ, "იუვენტუსი" მეორეადგილოსან "რომას" 4 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელები ქვეყნის ჩემპიონები ზედიზედ მეექვსედ გახდნენ. სულ "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონი 33-ჯერ გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული