სერია A. XXVIII ტური: "ინტერმა" "ატალანტა" საქვეყნოდ შეარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში სძლია მეტოქეს - 2:1.

მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გაიტანეს, როდესაც პაულო დიბალამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

აქვე ვთქვათ, რომ მსაჯს შეეძლო პენალტის დანიშვნა და ამ მხრივ, სადავო ბევრი არაფერია - თუმცა, საგულისხმოა ის, რომ პენალტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე დაინიშნა და ეს მაშინ, როდესაც ძირითად დროს 4 წუთი იყო დამატებული. მოკლედ, ბოლო წუთებზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და "მილანმა" დასანანი მარცხი იწვნია. მატჩის შემდეგ გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" ფეხბურთელებმა ცხელ გულზე "იუვენტუს არენას" ზიანი მიაყენეს და გასახდელი დაარბიეს.

მატჩი "იუვენტუსის" სრული უპირატესობით წარიმართა და ჯანლუიჯი დონარუმას კართან ურიცხვი რაოდენობის მომენტი შეიქმნა. ტურინელებმა 20-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც სტუმრებმა მხოლოდ 4-ჯერ სცადეს ბედი.

ფენომენალურად ითამაშა დონარუმამ, რომელმაც არაერთი ურთულესი დარტყმა აიღო და თუ ვინმე იმსახურებდა "მილანში" ფრეს და ქულას, სწორედ მეკარე გახლდათ. დიბალას ზუსტ თერთმეტმეტრიანამდე, გუნდებმა გოლები გაცვალეს - მეჰდი ბენატიამ ბურთი მეტოქის კარიდან 5 მეტრში მიიღო და უძლიერესი დარტყმით გაგლიჯა ბადე, კარლო ბაკა კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჯანლუიჯი ბუფონი უშანსოდ დატოვა.

თუ თამაშის სცენარს გავითვალისწინებთ, "იუვენტუსმა" ლოგიკურად მოიგო და სამი ქულაც დამსახურებულად მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ ისევ ბევრს ლაპარაკობდნენ მსაჯის მიერ ტურინელთა დახმარებაზე, რაც მატჩის ემოციურმა და დრამატულმა ფინიშმა განაპირობა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "როდესაც დიბალა თერთმეტმეტრიანს ასრულებდა, მე უკვე გასახდელისკენ მივდიოდი და გულშემატკივართა ხმაურით მივხვდი, რომ გოლი გავიდა. ყოჩაღ დიბალას, რადგან დონარუმასთვის პენალტის გატანა ურთულესი საქმეა. მით უმეტეს, ახალგაზრდა მეკარე საოცარ ფორმაშია. "მილანი" არასდროს ნებდება და დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრამ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ეს არის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სკუდეტოსკენ".

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "არ მიყვარს მსაჯობის კომენტირება არც მაშინ, როდესაც ჩვენ საწინააღმდეგოდ ცდებიან და არც მაშინ, როდესაც ჩვენ სასარგებლოდ. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და უნდა შევეგუოთ არსებულ რეალობას. ურთულესი მატჩი იყო, რომელშიც ძალიან ცოტა დაგვაკლდა ქულის მოსაპოვებლად. ჩვენი მიზანი უცვლელია და ყველაფერს გავაკეთებთ ევროსაგზურის მოსაპოვებლად".

აღსანიშნავია "ინტერის" ფეერიული თამაში "ატალანტასთან". მატჩის დაწყებიდან 35 წუთი იყო გასული, როდესაც მილანელები უკვე 5:0-ს იგებდნენ, საბოოლოოდ კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი 7:1 დაამარცხეს, რაც მეტად მოულოდნელი შედეგია. ამ მატჩში ორი ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი მაურო იკარდის, ხოლო მეორე ევერ ბანეგას ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გენუურ დერბიში ლუის მურიელის ერთადერთი გოლით "სამპდორიამ" გაიმარჯვა.

XXVIII ტური
იუვენტუსი-მილანი 2:1
გოლები: 1:0 ბენატია (30), 1:1 ბაკა (43), 2:1 დიბალა (90-პენ.)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი (46. ლიხტშტაინერი), ბონუჩი, ბენატია (78. რუგანი), ასამოა - პიანიჩი, ხედირა - პიაცა (89. კინი), დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
მილანი (4-3-3): დონარუმა - დე შილიო, საპატა, პალეტა, რომანიოლი - სოსა, პასალიჩი (71. პოლი), ბერტოლაჩი - ოკამპოსი (90. ვანიონი), დეულოფეუ, ბაკა (55. კუცკა)
გაძევება: სოსა (90. მილანი)
მაყურებელი: 40 000

ჯენოა-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 მურიელი (71)
ჯენოა (3-5-2): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო, იცო - ლაზოვიჩი (76. პალადინო), კოფიე (83. ტაარაბტი), ჰილემარკი, ნიჩამი (90. მოროზონი), ლაქსალტი - პინილია, სიმეონე
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი - ფერნანდესი (75. პრაეტი) - კვალიარელა (67. შჩიკი), მურიელი (87. ჯურიჩიჩი)
მაყურებელი: 36 000

სასუოლო-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 დესტრო (58)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი (67. მისიროლი), აკვილანი (63. რაგუზა), დანკანი - ბერარდი, პოლიტანო, მატრი (78. ლემელო)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მაიეტა, ჰელანდერი, ტოროსიდისი (72. კრაფტი), მაზინა - ჯემაილი, დონსა (56. ვივიანი), პულგარი - ვერდი, დი ფრანჩესკო (79. კრეიჩი), დესტრო
მაყურებელი: 12 000

კიევო-ემპოლი 4:0
გოლები: 1:0 ინგლეზე (22), 2:0 პელისიერი (40), 3:0 ბირსა (75), 4:0 ცეზარი (89)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი - კასტრო, ჰეტემაი (89. დე პაული), რადოვანოვიჩი - ბირსა (84. კინი) - ინგლეზე, პელისიერი (72. ბასტიენი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური (81. მარილუნგო) - პუჩარელი (59. დიმარკო), მაკარონე (53. ტიამი)
მაყურებელი: 14 000

ფიორენტინა-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 კალინიჩი (90)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი (66. სანჩესი), გონსალო, ასტორი - კიეზა, ბორხა ვალერო, ვესინო, ტელიო - ბერნარდესკი (80. ბადელი), საპონარა (66. ილიჩიჩი) - კალინიჩი
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - ისლა, პიზაკანე, ალვეში, მურუ (46. მიანგუე) - დესენა, ბარელა, პანაიოტისი - იონიცა (85. პადოინი) - ჟოაო პედრო (73. საუ), ბორიელო
მაყურებელი: 25 000

ინტერი-ატალანტა 7:1
გოლები: 1:0 იკარდი (17), 2:0 იკარდი (23-პენ.), 3:0 იკარდი (26), 4:0 ბანეგა (31), 5:0 ბანეგა (34), 5:1 ფრეულერი (42), 6:1 გალიარდინი (52), 7:1 ბანეგა (67)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი - გალიარდინი, კონდოგბია - კანდრევა, ბანეგა (70. ჟოაო მარიო), პერიშიჩი (82. ედერი) - იკარდი (77. პალასიო)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, ზუკანოვიჩი - კონტი, კესიე (61. ბასტონი), ფრეულერი, სპინაცოლა (69. დალესანდრო) - კურტიჩი, გომესი (61. მუნიერი) - პეტანია
მაყურებელი: 50 000

პესკარა-უდინეზე 1:3
გოლები: 0:1 საპატა (20), 0:2 იანკტო (51), 0:3 ტერო (55), 1:3 მუნტარი (83)
პესკარა (4-3-3): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო (7. ფორნაზიერი), ბოვო, ბირაგი - ვერე (46. მუნტარი), ბრუნო, მემუშა - ბენალი, ჩერი, მიტრიტა (64. კასტანოსი)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი (79. სკუფეტი) - ვიდმერი, დანილო, ანჯელა, სამირი - ბადუ, ალფრედსონი (70. კუმსი), იანკტო - დე პაული, ტერო (73. სილვა), საპატა
მაყურებელი: 12 000

ნაპოლი-კროტონე 3:0
გოლები: 1:0 ინსინიე (32-პენ.), 2:0 მერტენსი (66-პენ.), 3:0 ინსინიე (70)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, სტრინიჩი - როგი (55. ზელინსკი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (72. ჯაკერინი), პავოლეტი (62. მერტენსი)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - სამპირიზი, დუსენა (87. უომო), ფერარი, მარტელა - როდენი, კაპეცი, კრიზეტიგი (71. ბარბერისი), სტოიანი - ტროტა (79. აკოსტი), ფალჩინელი
მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-რომა 0:3
გოლები: 0:1 ელ შაარავი (22), 0:2 ჯეკო (78), 0:3 პერესი (90)
პალერმო (4-2-3-1): ფულინატი - მორგანელა, ციონეკი, ანდელკოვიჩი, ალესაამი - გაცი, ჩოჩევი - ემბალო (46. დიამანტი), შალაი, ენრიკე (74. ლო ფაზო) - ნესტეროვსკი
რომა (3-4-2-1): სჩესნი - ფაციო, რუდიგერი, ჟუანი - პერესი, პარედესი, გრენიერი (64. ჯეკო), მარიო რუი - ნაინგოლანი, ელ შაარავი (72. სტროტმანი) - სალაჰი (81. დე როსი)
მაყურებელი: 20 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორშაბათი. 13 მარტი
ლაციო-ტორინო 23:45

ბომბარდირები: 22 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), ედინ ჯეკო (რომა); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
18 მარტი:
ტორინო-ინტერი, მილანი-ჯენოა;

19 მარტი:
ემპოლი-ნაპოლი, ბოლონია-კიევო, კროტონე-ფიორენტინა, სამპდორია-იუვენტუსი, კალიარი-ლაციო, ატალანტა-პესკარა, უდინეზე-პალერმო, რომა-სასუოლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული