"მილანი" ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის დამატებას გეგმავს

AutoSharing Option
"მილანი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის მემფის დეპაის გადმობირებას ეცდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანელებს დეპაის იჯარით დამატება სურთ, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით. შეგახსენებთ, რომ "მილანის" ახალი მფლობელები ინვესტიციის ჩადებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმავენ, დეპაი კი 24 მლნ ფუნტი ღირს.

დეპაის ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში სათამაშო დრო "მანჩესტერ იუნაიტედში" ეძლეოდა. ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ მას მხოლოდ 6 წუთი აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული