ინგლისელმა ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ჯეიმი ვარდი დაასახელეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ წლის ფეხბურთელად "ლესტერის" ალჟირელი ლეგიონერი რიად მაჰრეზი დასახელდა. იგი თავად ფეხბურთელებმა დააფასეს, რომლებმაც წლის საუკეთესო ახალგაზრდად დელე ალი აღიარეს.

ახლა კი ჟურნალისტების ჯერიც დადგა, რომელთა გულიც ყველაზე მეტად ჯეიმი ვარდიმ მოიგო.

საფეხბურთო ექსპერტ-ანალიტიკოსები ძირითადად 3 მოთამაშეს განიხილავდნენ, სამივეს ლესტერშირელთა ბანაკიდან - ვარდის, მაჰრეზსა და ცხადია, ნ’გოლო კანტეს.

საბოლოოდ, ჟურნალისტებზე მეტი ეფექტი ვარდის ზღაპრულმა თავგადასავალმა მოახდინა და 290 გამოკითხულიდან ჯეიმიმ ხმების 36% მიიღო, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.

29 წლის ვარდის, რომელმაც ბოლო ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა,
22 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, მასზე 6 საგოლე გადაცემა მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული