ადამ ჯონსონი ციხის საშხაპეში სამართებლით დაჭრეს

AutoSharing Option
ინგლისური "სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი ადამ ჯონსონი, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ციხეში ყოფნის პირველივე დღეს "ლიდსის" და "ბრედფორდის" გულშემატკივრებმა საშხაპეში სამართებლით დაჭრეს.

როგორც The Sun-ი იტყობინება, რამდენიმე პატიმარმა ჯონსონი გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის სექსუალურ დანაშაულებზე ფიქრს არ მოეშვება, მომავალშიც მოაყენებენ ზიანს.

შეგახსენებთ, რომ "სანდერლენდის" ვარსკვლავი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ამხილეს. მას ბრალი დაუმტკიცდა და 28 წლის ფეხბურთელს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ