ასე დაეცა მანჩესტერი... ვინ როგორ აფასებს ვან გაალის ფიასკოს

AutoSharing Option
ამბობენ, რომ ლუი ვან გაალის დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში" დათვლილია. ინგლისური გრანდი საშინლად თამაშობს და აგერ, ევროპალიგაზე მორიგი სირცხვილიც შეემთხვა - გასვლაზე დანიურ "მიდტიულანდთან" დამარცხდა. საქმე ისე წავიდა, რომ "წითელ ეშმაკებს" უკვე ინგლისში სახელგანთქმული ადამიანებიც დასცინიან.

რობი სევიჯი ("ბირმინგემის", "ბლექბერნის", "ლესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე):
"მანჩესტერი" უკვე ყველასათვის დასაცინ ობიექტად იქცა. მინდა ვკითხო ვან გაალს - ის რომ ინგლისელი მწვრთნელი იყოს და არა უცხოელი, ისევ გააგრძელებდა მუშაობას? მან ხომ ტრანსფერებზე 250 მილიონი გირვანქა დახარჯა.

ერთადერთი ტრანსფერი, რომელსაც გუნდისათვის სარგებლობა მოაქვს, მარსიალის ტრანსფერია "მონაკოდან". მოიესმა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მაინც მიიყვანა. თუ "იუნაიტედის" ბოსები მიიჩნევენ, რომ ვან გაალი შესაბამისი კანდიდატურაა, მაშინ ისინი ანგრევენ კლუბს".

ჯეიმი ჯექსონი ("გარდიანის" კორესპონდენტი მანჩესტერში):
"მანჩესტერში" გაუგებარი რამეები ხდება. "მიდტიულანდთან" წაგების შემდეგ ვან გაალმა "მერფის კანონი" ახსენა და მარცხი მას დააბრალა. ხომ შეიძლება, რომ "მერფის კანონი" არაფერ შუაშია და ყველაფერში დამნაშავე "ვან გაალის კანონია"?!

პოლ სქოულზი ("მანჩესტერის" ყოფილი ნახევარმცველი):
"მე ჯიუტად ვიცავ "იუნაიტედს", თუმცა ეს უფრო და უფრო რთული ხდება ყოველ კვირას. ყოველთვის, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მივდივარ, ცუდ ფეხბურთს ვუყურებ. ასეთი ფეხბურთის ნაწილი რომ ვიყო, დეპრესიაში ვიქნებოდი. მოწყენილია ყველა - ქომაგი, ძირითადის ფეხბურთელი, სათადარიგო ფეხბურთელი. მგონი, თვითონ ვან გაალიც მოწყენილია".

იან რაიტი ("არსენალის" ყოფილი ფორვარდი):
"პოლ სქოულზმა ნათლად გამოთქვა აზრი და მე მას ვეთანხმები. პოლმა დღეს ბუცები რომ ჩაიცვას, ის კვლავ ლიდერი იქნება "ოლდ ტრაფორდზე". დღეს "იუნაიტედში" ფეხბურთელები კი არ თამაშობენ, არამედ დადიან".

ჰარი რედნაპი (ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი):
"იუნაიტედის" მაქსიმუმი ამ შემადგენლობით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა. მეტი არ შეუძლიათ. ვან გაალის მუშაობა კლუბში - ეს ნაღდი კატასტროფაა და მეტი არაფერი".

ალან შირერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
"ახლა გუნდში ტრავმებია, მაგრამ 3-4 თვის წინ არანაირი ეპიდემია არ იყო. ამის მიუხედავად, გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს. "მანჩესტერი" ისე თამაშობს, რომ გულშემატკივრები ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებენ. გოლების ნაკლებობას რომ თავი დავანებოთ, "იუნაიტედი" ძალიან ცოტა მომენტს ქმნის მოწინააღმდეგის კართან".

გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
"საღამოს საფეხბურთო გადაცემაში ვარ მიწვეული. წინასწარვე უნდა მოვუხადო ბოდიში ლუი ვან გაალს იმის გამო, რასაც მის შესახებ ვიტყვი. ეს არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი".

რიო ფერდინანდი ("მანჩესტერის" ყოფილი მცველი):
"კიდევ ერთი საშინელი თამაში. ხანდახან მგონია, რომ რეალობას მოვწყდი. ნუთუ, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია?" ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება".

ნიკ პაუელი ("მანჩესტერის" ნახევარმცველი, განათხოვრებულია "ჰალში"):
"იმდენად მოსაწყენია ეს ყველაფერი, რომ "მიდტიულანდთან" შეხვედრა არც კი მინახავს. სიმართლეს ვამბობ, უბრალოდ, დამავიწყდა. კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი".

სემი ("მანჩესტერის" გულშემატკივარი):
"ყოველივე ეს ჩვენთვის უკვე დამამცირებელია. ვერ ვიჯერებ, რაც "მიდტიულანდთან" მოხდა. თუ დევიდ მოიესის კარიერა "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრის შემდეგ დასრულდა, ვან გაალის ამბავი ახლავე უნდა მორჩეს. დრო აღარ ითმენს.

ორი თვეა, გუნდი საშინლად თამაშობს. "მიდტიულანდთან" შეხვედრა ბოლო ლურსმანივით იყო. ვფიქრობ, დანიური კლუბის ფორვარდი სისტო საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა - მან ხომ ისე ითამაშა, როგორც ლიონელ მესიმ.

თუ მოკლე ხანში ვითარება არ გამოსწორდა, წლების განმავლობაში ნაფერები ლეგენდა ხელში ჩაგვაკვდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სამწუხააროდ ოთხეული უკვე სანატრებელია. წელს გამორიცხულია ვეღარ მოხვდება. მომავალ წელს კიდე კაცმა არ იცის რა იქნება, სიტი ათამაშდება, ტოტენჰემიც ალბათ მოუმატებს, არსენალი ისევ არსენალი იქნება, კლოპი ლივერპულს მოხოდავს, ჩელსი დაუბრუნდება 4ეულს და მანჩესტერში ვის დანიშნავენ გააჩნია მარა ურთულესი მომავალი წელი ელის. არაა ეს შემადგენლობა ის, რომლითაც მაურინიო წარმატებას მიაღწევს. სამწუხაროდ
ucxoplanetels
10:16 25-02-2016
0
ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი მწვრთნელია და არა ყველაზე დიდი.
სულ ორჯერ მოიგო ჩემპ.ლიგა, მეტჯერ კი არა.
ნუ, არსენ ვენგერთან შედარებით ნამდვილი გენიაა მაგრამ, მაინც არ არის ყველაზე დიდი...
JEFI
18:01 23-02-2016
0
მაურინიოც მაგარია,ანჩელოტიც და ბევრი სხვა კაი ტრენერებია მაგრამ ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია დაჯე გენიოსზე მეტია. ამ კაცმა აბერდინით დაამარცხა თასების თასის ფინალში რეალი აბერდინით ეს რაგაც საოცრებაზე მეტია ჩემთვის კიდე მანჩესტერით მოუგო ბარსელონას თასების ტასის ფინალი ნუ სხვა ტიტულებზე აღარაფერს არ ვწერ რომ დავწერო ერთი საათი არ მეყოფა ალბათ . მას შეეძლო ველბეკით, ფორჩუნიტ,ობერტანით და ასეთებით დაედო შედეგი. ეს კაცი ყველა დროის საუკეტესოა. ვანგაალს რაც შეეხება არ არის ცუდი მწვრთნელი ჩემი აზრით უბრალოდ ინგლისში არ აეწყო საქმე. ჩემი აზრით სხვა სტილის მწვრთნელები უფრო გაქაჩავს ამ მანჩესტერში მაგალითად მაურინიო.
manchesteris fani bavshobidan
16:51 23-02-2016
0
ვან გაალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ბევრი ცნობილი სპეციალისტი თავიდანვე აკრიტიკებდა. ამბობდნენ, რომ მისი სტილი ძალიან შორს არის "იუნაიტედისგანო". გარდამავალ პერიოდში გიგზის დანიშვნას ითხოვდნენ. ასეც აღმოჩნდა. არც ადრე მეპარებოდა ეჭვი, ახლა კი ბოლომდე დავრწმუნდი, სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მწვრთნელია. იმ დონის, რომ ვერანაირი გვარდიოლა, მაურინიო, ანჩელოტები ახლოსაც ვერ მივლენ.
გიო
16:13 23-02-2016
0
რას ელოდება ხელმძღვანელობა დრზე გაუშვან ვან გაალი..ასე თუ გავაგრძელეთ ოთხეული სანატრი გაგვიხდება
ucxoplaneteli
11:43 23-02-2016
0
სიახლეები პოპულარული