ოფიციალურად: ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონადან" პედრო გადაიბირა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად გამოაცხადა ესპანელი თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის ტრანსფერის შესახებ.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფორვარდის ტრანსფერში "ბარსელონა" 30 მლნ ევროს მიიღებდა.

პედრო კატალონიური გრანდის ღირსებას 2007-15 წლებში იცავდა, რომლის შემადგენლობაში ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება "ჩელსიში" ჩემი თავგადასავალი. მინდა, ტიტულები კვლავაც მოვიგო. მადლობა კლუბსა და გულშემატკივრებს იმისათვის, რომ "ჩელსის" ლურჯი ფორმით
თამაშის საშუალება მომცეს", - თქვა პედრომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული