ჟოზე მოურინიო: დღეს ყველაფერი იდეალურად იყო [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-29 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "საუთჰემპტონი". ჟოზე მოურინიოს გუნდი 43 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს "წმინდანები" 27 ქულით მე-9 ადგილზეა.

მე-60 წუთზე ფერნანდო ტორესმა თავით გაიტანა, მას მერე, რაც ოსკარის დარტყმული ძელმა უკუაგდო.

71-ე წუთზე ოსკარმა თავბრუ დაახვია მცველებს და ცენტრში ბურთი თანამემამულე ვილიანს გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა გაზარდა.

82-ე წუთზე ედენ აზარის პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა მატჩის გმირი ოსკარი და ბრაზილიელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, ოსკარი მოედანზე მხოლოდ 53-ე წუთზე გამოჩნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო
(ჩელსი): "ეს დრო ყველა გუნდისთვის ძალიან რთულია. ჩვენთვის განსაკუთრებით, ჩვენ ხომ "არსენალს", "ლივერპულს" და სტუმრად "საუთჰემპტონს" ვეთამაშეთ. მიუხედავად ტრავმების და დისკვალიფიკაციისა, გუნდი მზად იყო ყველა სირთულისთვის. ყველაფერი დღეს იდეალურად იყო.

ვილიანმა და ოსკარმა თამაში შეცვალეს მეორე ტაიმში, მათმა ტალანტმა თავისი ქნა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული