ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები მულტფილმების გმირებად იქცნენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მოთამაშეებმა საშობაო წვეულება გამართეს და საკმაოდაც გაერთნენ.

კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ფეხბურთელები მულტფილმებისა და კომიქსების პერსონაჟების კოსტიუმებით გამოცხადდნენ.

"მეთოფეებს" გართობაში ხელი "მანჩესტერ სიტისთან" (3:6) წაგებულმა მატჩმაც ვერ შეუშალა.

სანტი კასორლა მარიო გახდა, რიო მიაიჩი - ფრედ ფლინტსტონი, მესუთ იოზილი კი - სუპერმენი. ბაკარი სანიამ რემბოს იმიჯი მოიხდინა, ვოიცეხ შჩესნიმ და ლუკაშ პოდოლსკიმ კი ჯერ ელფობა მოისურვეს, შემდეგ კი რობოკოპისა და ჰალკის კოსტიუმები მოირგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული