როცა კლასით ჯობნი...

AutoSharing Option
"ჩელსიმ" პრემიერლიგაში უკვე მესამე თამაში წააგო და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ ლიდერთან ჩამორჩენა კიდევ ერთი ქულით გაზარდა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო ცუდ ხასიათზე იქნებოდა.

პორტუგალიელისთვის 15 ტურში დაგროვილი 30 ქულა ყველაზე ცუდი შედეგია უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში. "პორტუში", "ჩელსიში" პირველ ეტაპზე, "ინტერსა" თუ "რეალში" ასეთი ჩავარდნა მას არ ჰქონია. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ დასავლეთლონდონელებს "სტოკის" წინააღმდეგობის გატეხვა პირველ ტაიმშივე შეეძლოთ.

ჟოზე მოურინიო: "პირველი ნახევარი საათის მერე 3-4 ბურთით შეგვეძლო
დაწინაურება, თუმცა მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ და მერე ანგარიშის შენარჩუნებაც კი ვერ შევძელით. საკუთარი ძალების რწმენა არ გვაკლდა, იოლად ვპოულობდით თავისუფალ სივრცეს მეტოქის დაცვაში. ასეთ დროს თამაშის ბედის გადაწყვეტა აუცილებელია. "სტოკმა" იდეალურად გამოიყენა ბოძებული შანსები. ამას გარდა, მეტოქეს მეკარემაც უშველა.

ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვარ და არა ერთი და ორი თამაში მაქვს ნანახი, რომელიც შენ მიერ დაგეგმილი სცენარით მიდის, თუმცა გოლებს მაინც ვერ იტან. ასე იყო, მაგალითად, "ევერტონთან" და "ნიუკასლთან" შეხვედრებშიც. ლივერპულში ტაიმის მიწურულს გავუშვით, ნიუკასლში ცოტა მოგვიანებით მივეცით მეტოქეს თავის გამოჩენის საშუალება. საგოლე მომენტების განიავება "ჩელსისთვის" სერიოზული პრობლემაა.

ამის გამოსწორება აუცილებელია, რადგან ფიზიკური თვალსაზრისით იმდენად ძლიერები არ ვართ, რომ ხისტ გუნდებთან ორთაბრძოლების ხარჯზე დავრჩეთ გამარჯვებულები. აი, სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ აქცენტი უკეთეს რეალიზაციაზე და გამოვიყენოთ უპირატესობა სათამაშო კლასში".


მარკ ჰიუზი (სტოკი): " ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ფანტასტიკური ხასიათი გამოვავლინეთ. გოლზე ჩვენი პასუხი სამაგალითო იყო. ჩვენც და მეტოქემაც მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რითაც დიდი სიამოვნება მივიღე. "ჩელსი" ძალიან ძლიერია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური თვალსაზრისით. მეორე ტაიმში, უბრალოდ, ფანტასტიკურად ვითამაშეთ. ბევრად უფრო მეტს ვმოძრაობდით, რამაც თამაშის გათანაბრების საშუალება მოგვცა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: დაცვას უნდა მივხედოთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ ამ კაცის ჯერ ტრაბახმა(თუ მოიგო) და მერე წუწუნმა (თუ წააგო) ტვინი წაიღო რა, იგებს და განაკუთრებული და ერთადერთი დამიძახეთო, წააგებს და ყველა დამნაშავეა: მოედანი არ ვარგა, მსაჯმა არ გაახარა, მოწინააღმდეგე უხეშობდა,... აუტანელი ადამიანია...
giorgi
15:09 10-12-2013
0
ვეღარ შოულობდა იმდენ ფულს როგორც გაყიდულ თამაშებში და მობრუნდა ისევ ჩელსიში. იქ ხომ ამის უდიდესი ხელოვანია მეპატრონე.რეალში კაცობას ითხოვდნენ ამ აფერისტისგან, მაგრამ ბარსამ თავისი ადგილი მიუჩინა. რაც ამ ყომარბაზმა რეალს ფულები აყრევინა, მაინც ვერაფერი მოიგო საწყალმა და წავიდა ისევ საყომაროდ. კაცობას *** უჯობს მთავარია ფული იშოვოს.
socer
14:00 10-12-2013
0

სიახლეები პოპულარული