რომან აბრამოვიჩმა აფრიკელი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანიას ათხოვა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "პორტუსგან" 3,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა 21 წლის განელი კრისტიან ატსუ. აფრიკელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, მაგრამ მას წლეულს ჟოზე მოურინიოს გუნდში ვერ ვნახავთ.

რომან აბრამოვიჩმა ატსუ თავის პარტნიორ მერაბ ჟორდანიასთან გაუშვა იჯარით ჰოლანდიურ "ვიტესში". ახალგაზრდა ფეხბურთელს შეტევის მარცხენა ფლანგზე ან უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. "ვიტესში" მას გიორგი ჭანტურიას შემცვლელად განიხილავენ, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა დისკვალიფიკაცია მოსახდელი.

გასულ სეზონში ატსუმ "პორტუში" 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2010/11 წლების სეზონში ის "პორტუს" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. "ჩელსისთან" ატსუმ
5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ:
შავი კონტინენტის ამომავალი ვარსკვლავები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული