"ანჟის" ბრაზილიელი ლეგიონერი ვილიანი თითქმის ჩელსელია

AutoSharing Option
"ჩელსის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უეინ რუნის გარდა არავის ყიდვას არ აპირებდა.

თუმცა როცა პორტუგალიელი ამას აცხადებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ანჟი" ხუხულასავით დაინგრეოდა და კლუბი თავის ვარსკვლავებს ტრანსფერზე გამოფენდა.

ერთ-ერთი, ვისზეც ინგლისში დიდი მოთხოვნაა, 25 წლის ბრაზილიელი ვილიანია. სამხრეთამერიკელს თავდაპირველად "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ეპატიჟებოდნენ. მერსისაიდელებმა პირველებმა აღიარეს მარცხი და რბოლას ჩამოშორდნენ.

"გარდიანმა" კი ახლახან გვამცნო, რომ განზე გადგნენ "დეზებიც", რადგან ბრძოლაში "ჩელსიც" ჩაერია და თამასა 30-დან 32 მილიონ ევრომდე ასწია.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ რომან აბრამოვიჩს
"ანჟის" მესაკუთრე სულეიმან ქერიმოვთან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, "ტოტენჰემის" გადაწყვეტილება აღარ გაგვიკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული