დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, რაიან გიგზი, ძმები ნევილები - ისევ ერთად

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის 1992 წლის ლეგენდარული გამოშვება კიდევ ერთხელ შეიკრიბა.

ფეხბურთელებმა აკადემიის დასრულების 21 წლისთავი აღნიშნეს მანჩესტერის რესტორან "არტისანში".

კვლავ ერთად შეიკრიბნენ: დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. ამათგან ფილ ნევილმა და დევიდ ბექჰემმა გასულ სეზონში დაასრულეს კარიერა, ხოლო რაიან გიგზი ჯერაც თამაშობს, თუმცა ახლა მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით.

საზეიმო საღამოს ისევ ესწრებოდა სერ ალექს ფერგიუსონი.

ყველამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ალან ჰანსენის სიტყვები 1992 წელს. "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა და სატელევიზიო წამყვანმა მაშინ დიაგნოზი დაუსვა აკადემიის
აღზრდილებს - "ამ ბიჭებით ვერასოდეს ვერაფერს მოიგებთო" და ბევრიც იხარხარეს.

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი და ფილ ნევილი - დევიდ მოიესის ახალი ასისტენტები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული