ჟოზე მოურინიო: გაინტერესებთ სიმართლე შევჩენკოს ტრანსფერზე?

AutoSharing Option
ლონოდნის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ადრე ლონდონურ კლუბში მუშაობის დროს განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბრობს.

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებთან საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა და ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერზეც ისაუბრა.

"რომან აბრამოვიჩი არასდროს ჩარეულა ჩემს სამწვრთნელო საქმიანობაში.

გაინტერესებთ სიმართე შევჩენკოს ტრანსფერზე? იმედი მქონდა, რომ ხელმძღვანელობა უარს არ მეტყოდა. სამუელ ეტო'ოს შეძენა გვინდოდა, ის ჩვენი მიზანი იყო და კლუბის მფლობელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი, რომ ამ მიზნისთვის მიეღწია.

რად გვინდოდა ეტო'ო? უბრალოდ ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის დაყენება დიდიე დროგბასთან ერთად შეიძლებოდა და ამით ორი თავდამსხმელის სქემას
გამოვიყენებდით.

სამუელი მზად იყო ამ სტრატეგიით დროგბასთან ერთად სამი შემტევი ფეხბურთელით ეთამაშა, სადაც კამერუნელს ფლანგებზე ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა.

მსგავსი რამე მილანის "ინტერში" გავაკეთე. ძალიან გვინდოდა მისი გადაბირება. ბოსი და პიტერ კენიონი ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ საბოლოოდ "ბარსელონამ" თქვა, რომ სამუელს არანაირი თანხის სანაცვლოდ დათმობდა.

ამის შემდეგ ალტერნატიულ ვარიანტებზე დავფიქრდით და შევჩენკო ავიყვანეთ. მისი გადმოსვლა გამიხარდა",
- თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ასევე ფერნანდო ტორესის ტრანსფერზეც თქვა, რომელიც "ჩელსიმ" 2.5 წლის წინ 50 მილიონ ფუნტად შეიძინა.

"მის გამოსვლას საშუალოდ შევაფასებდი. ზოგი ალბათ უფრო მეტს მოელის მისი პოტენციალიდან გამომდინარე.

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ამას ხალხი ამბობს. ამ ტრანსფერს დიდ შეცდომად თვლიან, მაგრამ ეს ტრასნფერი დიდ შეცდომად იმიტომ იქცა, რომ მან არ გამართლა",
- აღნიშნა პორტუგალიელმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული