არსენ ვენგერი: გადაწყვეტილია, რომ ალექსის სანჩესი რჩება

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ალექსის სანჩესი ლონდონურ გუნდში დარჩება.

"გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ მას არ შევცვლით. ამ გადაწყევტილებით, სანჩესი არ იყიდება.

ალექსისს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა? ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერლიგაა. ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანიც კი.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე 20 წლის განმავლობაში ვთამაშობდით: 17 წელი ალექსისის მოსვლამდე და 3 წელი მასთან ერთად. მას შეუძლია ამ ტურნირზე დაგვაბრუნოს." - აცხადებს ვენგერი "ბაიერნთან" გასამართი ამხანაგური თამაშის წინ.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ბაიერნი" იწვევდა ალექსის სანჩესს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული