ინგლისურ ფეხბურთში "სინბინს" გამოცდიან

AutoSharing Option
ინგლისის 32 სამოყვარულო ლიგაში, 2017/18 წლების სეზონში, მოედნიდან დროებით გაძევების წესი ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ასოციაციამ დღეს მიიღო.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირმა (IFAB), ცოტა ხნის წინ ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებსა და ფედერაციებს უფლება მისცა, "სინბინი" სამოყვარულო დონეზე გამოსცადონ.

ინგლისში ამ უფლების გამოყენებას უკვე 2017/18 წლების სეზონში იწყებენ. იმ 32 სამოყვარულო ლიგაში, რომლებმაც ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ფეხბურთელის მოედნიდან 10 წუთის გაძევების წესი იმოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რა სიმძიმის დანაშაულისთვის იქნება ნეტავ სინბინი? ყვითელ და წითელ ბარათებს შორის ალბათ???
ნათია
14:49 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული