პრემიერლიგა. XXXVII ტური: "სიტი" და "არსენალი" კვლავ იმარჯვებენ [VIDEO]

AutoSharing Option
13 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" უმასპინძლა "ლესტერ სიტის" და 2:1 მოუგო. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, დავიდ სილვამ ანგარიში გახსნა, შემდეგ პენალტი გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა, ტაიმის მიწურულს შინჯი ოკაზაკიმ ერთი გოლი გაქვითა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რიად მაჰრეზმა 77-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და გათანაბრების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. ალჟირელის დარტყმული კარში კი გავიდა, მაგრამ იგი დარტყმისას ბურთს ორჯერ შეეხო...

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ორი მატჩიღა გვრჩება ჩასატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოფილი ჩემპიონების დამარცხება. როცა "ლესტერს"
ეთამაშები, ხვდები, რატომ გაიმარჯვა გასულ სეზონში ამ გუნდმა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვით. მეორე ტაიმში უბრალოდ არ ვიცოდით რა გვექნა - შეგვეტია თუ შედეგი დაგვეცვა. მაჰრეზის არჩათვლილი გოლი? ასეთი რამ ცხოვრებაში მეორედ ვნახე. უნდა უყურო ფეხების მოძრაობას".

ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "სტოკ სიტი" და ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ "ლივერპულს" ქულამდე მიუახლოვდა. დუბლით გამოირჩა ოლივიე ჟირუ, თითო გოლი გაიტანეს მესუთ იოზილმა და ალექსის სანჩესმა. წაგებულთა შორის კი გოლი პიტერ კრაუჩმა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერი (არსენალი): "მძიმე კვირა გვქონდა, მაგრამ გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და ძლიერი ხასიათი აჩვენა. გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, რომ "არსენალი" ახლა კარგ ფორმაშია, ხოლო მისი ვარსკვლავების ინდივიდუალური ოსტატობა მიზნის მიღწევაში გვეხმარება. "სტოკი" თამაშში მხოლოდ ხელით გატანილი გოლის გამო დაბრუნდა, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა".

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "სუონსიმ", რომელმაც სტუმრად უკვე გავარდნილ "სანდერლენდს" მოუგო - 2:0. გოლები ფერნანდო ლორენტემ და კაილ ნოუტონმა გაიტანეს.

შაბათი. 13 მაისი
სიტი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 დ. სილვა (29), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (36-პენ), 2:1 ოკაზაკი (42)
გამოუყენებელი პენალტი: მაჰრეზი (77. ლესტერი)

ბორნმუთი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 სტანისლასი (25), 1:1 ვოუკსი (83), 2:1 ჯ. კინგი (85)

მიდლსბრო-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (42), 0:2 რედმონდი (57), 1:2 ბემფორდი (72)
გამოუყენებელი პენალტი: შ. ლონგი (64. საუთჰემპტონი)

სანდერლენდი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 ფერნანდო ლორენტე (9), 0:2 ნოუთონი (45)

სტოკი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ჟირუ (42), 0:2 იოზილი (55), 1:2 კრაუჩი (67), 1:3 ა. სანჩესი (76), 1:4 ჟირუ (80)

პარასკევი. 12 მაისი
ევერტონი-უოტფორდი 1:0
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 0:1

კვირა. 14 მაისი
კრ. პალასი-ჰალი 15:00
ვესტ ჰემი-ლივერპული 17:15
ტოტენჰემი-მანჩესტერი 19:30

1. ჩელსი - 87 ქულა; 2. ტოტენჰემი - 77; 3. სიტი - 72; 4. ლივერპული - 70; 5. არსენალი - 69.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული