ლონდონის "ჩელსიმ" ინგლისის პრემიერლიგა მეექვსედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა.

საჩემპიონო გოლი ლონდონელთა შემადგენლობაში მატჩის 82-ე წუთზე მიში ბატშუაიმ გაიტანა. ბელგიელ ფეხბურთელს საგოლე გადაცემა ცეზარ აზპილიკუეტამ გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით "ჩელსისთვის" ეს პირველი ტიტულია. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბი ამ სეზონის წინ ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული