ბუნდესლიგა: ჩიჩარიტო დეკემბრის საუკეთესოა

AutoSharing Option
ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გერმანულ "ლევერკუზენში" განათხოვრებული მექსიკელი ფორვარდი ჩიჩარიტო, ბუნდესლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მექსიქელმა ფორვარდმა დეკემბერში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "მიუნხენგლადბახთან" (5:0) მოპოვებულ გამარჯვებაში ფეხბურთელმა საკუთარ ანგარიშზე ჰეთრიკი მიითვალა.

სულ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელი "ლევერკუზენის" შემადგენლობაში მოედანზე 14-ჯერ გამოჩნდა, სადაც თავის გამოჩენა 11 გოლით შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული