უარი კლუბთან ერთად ყოფნაზე - კეიტას ძირითადში თამაში სურდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 29-ე ტურში, სადაც "ლევერკუზენმა" "ვერდერი" საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

ბრემენელთა მცველმა ნაბი კეიტამ შეხვედრამდე შეიტყო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა. ამის გამო მან კლუბის ავტობუსში ასვლაზე და მატჩზე გუნდთან ერთად გამგზავრება იუარა, რის შემდეგაც სახლში წავიდა.

"ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლემენს ფრიცმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ფეხბურთელთან და მის აგენტთან ერთად იმსჯელებენ.

საინტერესოა, რომ კეიტა ამ სეზონში ხშირად ტრავმიანობს, მწვრთნელიც დიდად არ ენდობა და ბუნდესლიგის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული