კევინ კურანი: მოსკოვიდან ჰოფენჰაიმში

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კევინ კურანიმ კარიერის გასაგრძელებლად "ჰოფენჰაიმი" აირჩია. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 33 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი ერთწლიანია.

კურანის ბოლო კლუბი მოსკოვის "დინამო" იყო, სადაც ის 2010-15 წლებში გამოდიოდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელმა აღარ გააგრძელა კონტრაქტი რუსულ კლუბთან და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. შარშან, რუსეთის პრემიერლიგაში კურანიმ 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, სულ კი "დინამოში" მის ანგარიშზე 151 მატჩი და 56 გოლი მოდის.

"რუსეთში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ძალიან მოტივირებული
ვარ იმისთვის, რომ ბუნდესლიგაში ჩემი კლასი დავამტკიცო", - განაცხადა "შტუტგარტისა" და "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა. კურანი "შტუტგარტში" 2001-05 წლებში თამაშობდა და 40 გოლი გაიტანა, "შალკეში" - 2005-10 წლებში მის ანგარიშზე 71 გოლი მოდის.

სხვათა შორის, კურანი "ჰოფენჰაიმში" ჩაანაცვლებს სვენ შიპლოკს, რომელიც "ჰამბურგში" გაიყიდა. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხამ 2.5 მილიონი ევრო შეადგინა. შიპლოკმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული