რა ხდება "შალკეს" ბანაკში "დორტმუნდთან" და "რეალთან" მატჩების წინ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ "შალკეს" ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ვარჯიში განაახლა და მას შეეძლება რურის დერბიში მონაწილეობის მიღება.

თავდაპირველად ჰოლანდიელის ტრავმა სერიოზული ჩანდა, მაგრამ ფორვარდი გადაურჩა ხანგრძლივ პაუზას და მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწია.

გუშინ ჰუნტელაარი დაუბრუნდა საერთო ჯგუფს და ახლა გუნდთან ერთად ემზადება რურის დერბისთვის. ფორვარდისთვის ეს იქნება პირველი მატჩი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.

"დორტმუნდისა" და "შალკეს" შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართება.

ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში ჰუნტელაარმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი პასი მისცა.

* * *
მოახლოებული რურის დერბის წინ "შალკემ" ძირითადი მცველი ჯოელ მატიპი დაკარგა. კამერუნელმა 22-ე ტურში "ვერდერთან" (1:1) ტრავმა მიიღო და სამედიცინო შემოწმებამ 23 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინა, რის გამოც ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ასე რომ, მატიპი "დორტმუნდთან" მატჩის გარდა, "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრასაც გამოტოვებს, თუმცა, შესაძლოა, მოასწროს ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში "რეალთან" განმეორებითი მატჩისთვის გამოჯანმრთელება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული