კლაას-იან ჰუნტელაარს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ გადაწყვიტა, ექვსიდან ოთხ მატჩამდე შეამციროს "შალკეს" ფორვარდის, კლაას-იან ჰუნტელაარის დისკვალიფიკაცია, - იტყობინება გაზეთი "ბილდი".

ჰოლანდიელმა უკვე გამოტოვა ერთი მატჩი. ასე რომ, ის თავის გუნდს კიდევ სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და შეძლებს "დორტმუნდის" წინააღმდეგ რურის დერბიში თამაშს, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჰუნტელაარი მე-18 ტურში "ჰანოვერთან" შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან 85-ე წუთზე. ფორვარდმა ამ სეზონში 17 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული