მატია ნასტასიჩი რობერტო დი მატეოსთან წავიდა

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკე" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერის ავტორი გახდა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ რობერტო დი მატეოს გუნდში ჩაირიცხება "მანჩესტერ სიტის" მცველი მატია ნასტასიჩი. ბრიტანული პრესის ცნობით, კლუბებმა უკვე გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს.

გერმანული კლუბი ინგლისის ჩემპიონს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ გირვანქას გადაუხდის. თავად ნასტასიჩი კარიერის გაგრძელების ასეთი ვარიანტის წინააღმდეგი არ არის, რადგან დიდი ხანია აღარ ითვლება "სიტის" ძირითად ფეხბურთელად.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს "მანჩესტერ სიტიმ" ნასტასიჩში "ფიორენტინას" 10 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

* * *
ამასობაში, "შალკეს" ხელმძღვანელობას
გადაწყვეტილი აქვს, ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რათა საკუთარ მოთამაშეებს ხელფასები გაუზარდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში გელზენკირხენული კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კლემენს ტიონისმა განაცხადა.

"გოლებს ფულების დახმარებით იტანენ. თუ ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვსურს, ფეხბურთელებმა შესაბამისი ხელფასი უნდა მიიღონ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან, მაქსიმალურად უნდა იზრუნონ პირობების შექმნაზე", - განაცხადა ტიონისმა.

ბუნდესლიგის პირველი წრის შემდეგ "შალკეს" 27 ქულით მეხუთე ადგილი უკავია გათამაშების ცხრილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული