კევინ კურანის გული შინისკენ მიუწევს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ფორვარდმა კევინ კურანიმ აღიარა, რომ უახლოეს მომავალში მას და მის ოჯახს გერმანიაში დაბრუნება სურთ. გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 2010 წლიდან თამაშობს "დინამოში" და ამ რუსულ კლუბთან 2015 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. გერმანიაში კურანი "შალკესა" და "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა.

"დინამოსთან" მოლაპარაკებები ჯერ არ მქონია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ გუნდთან მექნება კავშირი. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში. თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო ბუნდესლიგაში დაბრუნება. მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი გერმანიაში და იქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. მოხარული ვიქნები, თუ იქ
დაბრუნების საშუალება მომეცემა.

სიმართლე გითხრათ, ოჯახიც გარკვეულ ზეწოლას ახდენს ჩემზე. შესაძლოა, მალე დავბრუნდეთ შინ. ჩემი კარიერისთვის საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ძალიან ძვირფასი იყო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც "დინამოს" ხელმძღვანელობას დაველაპარაკები", - ამბობს გერმანულ პრესაში 32 წლის ფორვარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული