იოახიმ ლიოვის ოთხი დებიუტანტი

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჩილესთან ამხანაგური მატჩისთვის (ოთხშაბათს) ბუნდესგუნდის შემადგენლობა დაასახელა და საფეხბურთო გერმანია რამდენიმე გადაწყვეტილებით გააოცა.

იოგიმ გერმანიის ნაკრებში ფრაიბურგელი მათიას გინტერი, გენუის "სამპდორიას" ფეხბურთელი შკოდრან მუსტაფი, ჰამბურგელი პიერ-მიშელ ლასოგა და აუგსბურგელი ანდრე ჰანი გამოიძახა. ბუნდესგუნდს უბრუნდება გამოჯანმრთელებული ბასტიან შვაინშტაიგერიც.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი).

მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე - ბაიერნი), მათიას გინტერი (ფრაიბურგი), კევინ გროსკროიტცი, მარსელ შმელცერი (ორივე - დორტმუნდი), მარსელ იანსენი (ჰამბურგი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), შკოდრან მუსტაფი (სამპდორია).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი,
სიდნი სემი (ორივე - ლევერკუზენი), მარიო გიოტცე, ტონი კროოსი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა - ბაიერნი), ანდრე ჰანი (აუგსბურგი), მესუთ იოზილი, ლუკას პოდოლსკი (ორივე - არსენალი), ანდრე შიურლე (ჩელსი).

თავდამსხმელები: პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული