გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" სხვაგანაა! [VIDEO]

AutoSharing Option
შუა კვირაში, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგი" 5:0 გაანადგურა, შაბათს კი "ფრაიბურგს" 4:0 მოუგო, რის შემდეგაც ბავარიულ გიგანტს ბუნდესლიგაში უკვე 46-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - "ბაიერნი" აშკარად სხვაგანაა!

თუმცა ოთხშაბათს რეკორდმაისტერს ლონდონში, "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი დუელი ელის და ცხადია, რომ ეს არ იქნება ისეთი იოლი მატჩი, როგორებსაც ხოსეპ გვარდიოლა და მისი შეგირდები გერმანიაში მიეჩვივნენ.

"ფრაიბურგთან" შეხვედრაში ყველაზე უკეთ თავად ესპანელი სპეციალისტი გაერთო:

გვარდიოლამ რამდენჯერმე შეცვალა ტაქტიკური სქემა და ფეხბურთელებსაც არაერთხელ შეუცვალა პოზიციები. ბურთის ფლობის დროს "ბაიერნი" ხშირად სამი მცველით
თამაშზე გადადიოდა, მერე კი ისევ 4-მცველიან ტაქტიკას უბრუნდებოდა. გაგახსენებთ, რომ პეპმა სამი მცველით თამაში ზამთრის პაუზის დროს, "ზალცბურგთან" სცადა და ის შეხვედრა მიუნხენელებმა 0:3 წააგეს. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებს შაბათსაც უჭირდათ 3-მცველიან სქემასთან შეგუება, თუმცა პრობლემები მაინც არ შეექმნათ.

როგორც მოსალოდნელიც იყო, პეპმა "არსენალთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ როტაციასაც მიმართა: ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, ტიაგო ალკანტარა და მარიო გიოტცე სათადარიგოთა სკამზე ჩაამწკრივა, ძირითად შემადგენლობაში კი კლაუდიო პისარო, ჯერდან შაჩირი, ხავი მარტინესი და დიეგო კონტენტო ვიხილეთ (მარიო მანჯუკიჩი დისკვალიფიცირებული გახლდათ, ფრანკ რიბერი ტრავმირებულია).

მიუხედავად ცვლილებებისა და გადაადგილებებისა, "ბაიერნმა" საბოლოო ჯამში მაინც შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა - ოთხიდან ორი გოლი შვეიცარიელი შაჩირის ანგარიშზეა, რომელმაც ბუნდესლიგაში დუბლი პირველად შეასრულა, მაგრამ მერე მან ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა - "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ოფიციალური განცხადებით, შვეიცარიელი 2 კვირას დაისვენებს. სამაგიეროდ, "ბაიერნის" ქომაგებმა გამოჯანმრთელებული ბასტიან შვაინშტაიგერის დაბრუნებით გაიხარეს.

მთავარი სიურპრიზი გვარდიოლამ მიუნხენურ პუბლიკას საფინალო სასტვენის შემდეგ შესთავაზა: მატჩის დასრულების შემდეგ პეპმა სათადარიგო და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს უხმო და მოედანზე სავარჯიშოდ შეუშვა! ფიტნეს-მწვრთნელმა ლორენცო ბუენავენტურამ სათადარიგო მეკარე შტარკე, ბოატენგი, ალაბა, ტიაგო, გიოტცე და ვან ბუიტენი ნახევარი საათი ავარჯიშა. გვარდიოლა ამბობს, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ კვირას ვარჯიში საერთოდ არ გვაქვს ხოლმე და არ მინდა, რომ ბიჭები უსაქმოდ იყვნენო...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იოიჩის იდეალური დებიუტი
გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორუსიამ" "აინტრახტს" მხოლოდ 1:0 მოუგო, ფრანკფურტელებმა დორტმუნდელებს წინააღმდეგობა ვერც ბუნდესლიგაში გაუწიეს: იურგენ კლოპის გუნდი ფორმაში შედის. "შავ-ყვითლებმა" ამჯერად 4:0 მოიგეს და სხვა საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. სამშაბათს გამარჯვების გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც შაბათს უკვე ორჯერ შეძლო "აინტრახტის" კარის დალაშქვრა და გაბონელს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ახლა უკვე 13 გოლი აქვს გატანილი.

მასზე მეტი გოლი კი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს, რომელმაც გოლების რაოდენობა შაბათს ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გაზარდა.

"დორტმუნდის" რიგებში შაბათს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი: ეს გახლავთ ახალწვეული მილოშ იოიჩი, რომელიც "ბორუსიამ" ბელგრადის "პარტიზანიდან" 2.2 მილიონ ევროდ შეიძინა. "აინტრახტთან" სერბის დებიუტი შედგა და იოიჩმა მოედანზე გამოჩენიდან 17 წამში მოახერხა გოლის გატანა! აღსანიშნავია, რომ "ბორუსიამ" საკუთარ მოედანზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გორეტცკამ გაიბრწყინა, დრაქსლერი "ბაიერნში"?
ფორმა "შალკემაც" აკრიფა და უკვე იმ დონეზეა, რომ "ლევერკუზენს" სტუმრად მოუგო! თუმცა მატჩის შემდეგ გელზენკირხენში სულ სხვა რამეზე საუბრობდნენ: გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავის, იულიან დრაქსლერის გადაბირება უკვე მიუნხენის "ბაიერნსაც" უნდა! აქამდე საუბარი მხოლოდ ლონდონის "არსენალის" ინტერესზე იყო, ახლა კი დრაქსლერისთვის ბრძოლაში მიუნხენელებიც ჩაერთნენ!

"შალკესთვის" კარგი ის არის, რომ დრაქსლერის შემცვლელი უკვე ჩანს: "ლევერკუზენთან" შესანიშნავი იყო გელზენკირხენელთა კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა, რომელმაც ანგარიში ბრწყინვალე გოლით გახსნა. მერე ფელიპე სანტანამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, გამარჯვების გოლი კი კლაას-იან ჰუნტელაარის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ტურის სხვა მატჩებს: "ჰოფენჰაიმმა" "შტუტგარტი" 4:1 გაანადგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, მწვრთნელის შეცვლას მალე შვაბენლანდურ კლუბშიც უნდა ველოდოთ. ბრემენის "ვერდერი" "გლადბახთან" წაგებას ახალწვეულმა ობრანიაკმა გადაარჩინა, რომელმაც ანგარიში შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.

ბუნდესლიგა. XXI ტური

მაინცი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 მალი (51), 2:0 ჩუპო-მოტინგი (93)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - გაისი, პარკი (46. ჩუპო-მოტინგი) - სალერი (78. ზიმლინგი), მალი (60. კოო), ნ. მიულერი - ოკაზაკი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - რაიტორალი, მარსელო, ჰოფმანი, კ. შულცი (75. შლაუდრაფი) - შმიდებახი, შტინდლი - ჰუსტი, ბიტენკური (61. პრიბი) - მ. დიუფი, რუდნევსი.
გაფრთხილება: ზიმლინგი - კ. შულცი, ბიტენკური, პრიბი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 19(8)-14(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 26 754

დორტმუნდი-აინტრახტი 4:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (10), 2:0 ობამეიანგი (21), 3:0 ლევანდოვსკი (47-პენ), 4:0 იოიჩი (68)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი - ობამეიანგი (71. ი. ჰოფმანი), მხითარიანი (68. იოიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (81. შიბერი).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, ანდერსონი (33. კემპფი), მადლუნგი, ჯაპკა (73. ოჩიპკა) - რუსი, ლანიგი - აიგნერი, ა. მაიერი, ვაისი (54. შრიოკი) - როზენტალი.
გაფრთხილება: ნ. შაჰინი - კემპფი, რუსი, შრიოკი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21(11)-7(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 80 100

ბაიერნი-ფრაიბურგი 4:0
გოლები: 1:0 დანტე (19), 2:0 შაჩირი (34), 3:0 შაჩირი (42), 4:0 პისარო (88)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ხავი მარტინესი, დანტე, კონტენტო - ლამი (64. გიოტცე), ტ. კროოსი - რობენი (77. ვან ბუიტენი), თ. მიულერი, შაჩირი (61. შვაინშტაიგერი) - პისარო.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, ჰიონი, გიუნტერი - გინტერი (69. შუსტერი), ფერნანდესი - შმიდი, კლაუსი (62. კერკი) - დარიდა - მეჰმედი (81. გუედე).
გაფრთხილება: ხავი მარტინესი, ტ. კროოსი, დანტე - გიუნტერი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16(7)-12(0); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 71 000

ვერდერი-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 რაფაელი (6), 1:1 ობრანიაკი (88)
ვერდერი (4-2-2-2): ვოლფი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ლუკიმია (27. ფ. კროოსი), კალდიროლა - ბარგფრედე, მაკიადი (76. ელია) - იუნუზოვიჩი, ობრანიაკი - პეტერსენი (69. კობილანსკი), დი სანტო.
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე (46. ალვარო დომინგესი), შტრანცლი, ვენდტი (75. დემსი) - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი, ჰრგოტა (89. რუპი) - რაფაელი - კრუზე.
გაფრთხილება: ობრანიაკი, ბარგფრედე, იგნიოვსკი - ჰრგოტა
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15(7)-17(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 42 100

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 4:1
გოლები: 1:0 შიპლოკი (12), 2:0 ფოლანდი (49), 3:0 შიპლოკი (66), 3:1 რიუდიგერი (78), 4:1 რობერტო ფირმინო (92-პენ)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ფ. ჯონსონი, აბრაამი, ზიულე, ბეკი - სალიჰოვიჩი (86. ჰამადი), პოლანსკი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (62. შტრობლი) - შიპლოკი (73. მოდესტე).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - რიუდიგერი, შვააბი, ნიდერმაიერი, ბოკა - რ. ხედირა (66. მაქსიმი), ლაიტნერი - ჰარნიკი (58. კაკაუ), ტრაორე - აბდელაუ, ტი. ვერნერი (84. იალჩინი).
გაფრთხილება: პოლანსკი, შიპლოკი, ფოლანდი - რ. ხედირა, ჰარნიკი, ულრაიხი
გაძევება: ლაიტნერი (80. შტუტგარტი)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 22-20; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 13(8)-13(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 29 847

ბრაუნშვაიგი-ჰამბურგი 4:2
გოლები: 0:1 ლასოგა (23), 1:1 კუმბელა (51), 2:1 კუმბელა (61), 2:2 ილიჩევიჩი (76), 3:2 კუმბელა (85), 4:2 ჰოხშაიდტი (93)
ბრაუნშვაიგი (4-1-4-1): დავარი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, რაიხელი - თოიერკაუფი (46. კუმბელა) - ელაბდელაუი (26. პფიტცნერი), ჰოხშაიდტი, ბოლანდი, ბელარაბი - ნილსენი (92. დოგანი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ლ. ზობიეხი, ვესტერმანი, იანსენი - რინკონი (64. ჩალჰანოღლუ), ბუი - ოლა ჯონი (84. ზუა), ვან დერ ვაარტი (52. არსლანი), ილიჩევიჩი - ლასოგა.
გაფრთხილება: ბელარაბი, ბოლანდი, თოიერკაუფი, რაიხელი, კუმბელა - დიკმაიერი, რინკონი, ვესტერმანი, ბუი, არსლანი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 14-24; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 14(7)-18(8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 23 200

ლევერკუზენი-შალკე 1:2
გოლები: 0:1 გორეტცკა (28), 1:1 ფელიპე სანტანა (66-საკ. კარში), 1:2 ჰუნტელაარი (74)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი, ვოლშაიდი, სპაჰიჩი (59. თოფრაქი), ბიონიში - როლფესი - ლ. ბენდერი (87. ჰეგელერი), ჩანი - კასტრო, სონი (82. ბრანდტი) - კისლინგი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰუგლანდი (88. პაპადოპულოსი), მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი (84. აიჰანი), გორეტცკა (79. ფუხსი) - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: სპაჰიჩი, ლ. ბენდერი, ბიონიში, ჩანი - გორეტცკა, მატიპი, ფარფანი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(5)-11(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 210

აუგსბურგი-ნიურნბერგი 0:1
გოლი: 0:1 დრმიჩი (65)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი (68. მორავეკი), ჰალილ ალთინთოფი, ტო. ვერნერი (82. თომი) - მილიკი (59. ჟი).
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ანგა, ნილსონი, პინოლა, პლატენჰარდტი - პეტრაკი - მაკი (55. გებჰარტი/81. პეკჰარტი), ფოილნერი, კიოტაკე (46. კამპანა), ჰლუშეკი - დრმიჩი.
გაფრთხილება: მილიკი, ოსტრცოლეკი - კიოტაკე, დრმიჩი, კამპანა
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 18(6)-11(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 660

ჰერტა-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 1:0 სკიელბრედი (21), 1:1 კნოხე (58), 1:2 დ. კალიჯური (78)
ჰერტა (4-1-2-2-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, კობიაშვილი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი - სკიელბრედი (81. რონი), ჩიგერჩი (86. მუხტარი) - ნდიენგი, ალაგუი (74. ბენ-ჰატირა) - რამოსი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, კლოზე, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - არნოლდი, დე ბრუინი (88. მ. შეფერი), პერიშიჩი (70. დ. კალიჯური) - დოსტი (92. კუჩკე).
გაფრთხილება: ლუის გუსტავო, კლოზე
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(4)-8(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 648

მომდევნო ტური
21 თებერვალი:
შალკე-მაინცი
22 თებერვალი:
გლადბახი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ჰერტა, ნიურნბერგი-ბრაუნშვაიგი, ფრაიბურგი-აუგსბურგი, ჰამბურგი-დორტმუნდი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი
23 თებერვალი:
აინტრახტი-ვერდერი, ჰანოვერი-ბაიერნი

ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 11 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული