იურგენ კლოპი: ბოატენგი კარგი ბიჭი იყო, სანამ "შალკეში" გადავიდოდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კევინ-პრინს ბოატენგის "შალკეში" გადასვლაზე ისაუბრა.

"მას ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე კითხვით: "ძალიან გამიკვირდა. რატომ "შალკე"? - და 8 კითხვის ნიშანი მივუწერე. პასუხი კი ვერ მივიღე.

ბოატენგი კარგი ბიჭი იყო, სანამ "შალკეში" გადავიდოდა", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი "ბორუსიაში" 2008/09 წლების სეზონში გამოდიოდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული