მარიო მანჯუკიჩი: "ბაიერნის" ფეხბურთელები ისტორიას ქმნიან

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა "შტუტგარტთან" გერმანიის თასის ფინალის მატჩამდე განაცხადა, რომ ბუნდესგუნდის ახლანდელ შემადგენლობას ისტორიაში შესვლა შეუძლია.

"ჩვენ ისტორიის შექმნა შეგვიძლია. ეს ზუსტად ის არის, რაც მე და გუნდის დანარჩენ ფეხბურთელებსაც სურს. სხვა გუნდში გადასვლაზე არც ვფიქრობ. აქ ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, "შტუტგარტთან" შეიძლება ყველაფერი მოხდეს. იმედია ისეთ ფეხბურთს ვაჩვენებთ, როგორიც "უემბლიზე" მეორე ტაიმში ვანახეთ",
- თქვა მანჯუკიჩმა.

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული