კარლო ანჩელოტი: ხამესი მიიღებს იმას, რასაც დაიმსახურებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის კოლუმბიელ ახალწვეულ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხამესი ახლახან შეუერთდა "რეკორდმაისტერს" მადრიდის "რეალიდან".

"ჭორები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ხამესი მოვიწვიეთ მიულერის შემცვლელად, სისულელეა. მაშინ რატომ არ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება ტიაგოს შემცვლელი იყოს. ტიაგო ხომ ცენტრში თამაშობს?! ხამესს ასევე შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ თამაშიც. მაშინ ის რობენისა და რიბერის შემცვლელადაც მოგვიყვანია.

ჩვენ ხამესი მოვიწვიეთ იმისათვის, რომ გუნდი გააძლიეროს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მან ზუსტად იცის - თუ დაიმსახურებს, ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, თუ არა და
დარჩება სათადარიგოთა სკამზე." - თქვა ანჩელოტიმ.

* * *
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველობის წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების გამოჩენა არ გამორიცხა. მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია, "ბაიერნში" კიდევ გამოჩდნენ ახალწვეულები.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გუნდის კარს ღიას ვტოვებთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. კარლო ანჩელოტი კმაყოფილია ფეხბურთელებით, მაგრამ მაინც ნურაფერს გამოვრიცხავთ." - აღნიშნა რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული