"ჰანოვერის" პრეზიდენტი: "ბაიერნი" უკვე ჩემპიონია

AutoSharing Option
"ჰანოვერის" პრეზიდენტმა მარტინ კინდმა განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგის მომავალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ჯიბეში უდევს. გერმანული კლუბის პირველკაცი ჯერ კიდევ "რეკორდმაისტერის" თამაშის შთაბეჭდილების ქვეშაა, რომელიც გუნდმა "ტელეკომის თასზე" აჩვენა.

"შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი და ვნახე "ტელეკომის თასზე" "ბაიერნის" თამაში. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა. მიმაჩნია, რომ "ბაიერნის" შეჩერება წარმოუდგენელი იქნება მომავალ ჩემპიონატში. ამ გუნდს ჯიბეში უდევს გერმანიის ჩემპიონის ტიტული." - თქვა კინდმა.

"ტელეკომის თასის" ფინალში "ბაიერნმა 2:0 მოუგო ბრემენის "ვერდერს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული