ვატცკე: ხამეს როდრიგესს "დორტმუნდში" არასოდეს ავიყვანდი!

AutoSharing Option
"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ არასოდეს აიყვანდა გუნდში ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავ "რეალიდან" "ბაიერნში" გადავიდა.

"ჩვენს გუნდში არასოდეს გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხამესია. გიგანტური ფინანსური შესაძლებლობები უნდა გქონდეს, მისი ფინანსური მადის დაკმაყოლილება რომ შეძლო. ჩვენ შეგვეძლო მისი აყვანა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. კი, გადავუხდიდით იმ ფულს, რომელსაც ითხოვდა, მაგრამ მაშინ რა გვეთქვა ჩვენი სხვა ფეხბურთელებისათვის?!" - თქვა ვატცკემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული