"ვალენსიამ" მუნირ ელ-ჰადადის ტრანსფერზე წინადადებით "ბარსელონას" მიმართა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა მუნირ ელ-ჰადადიმ, შესაძლოა, კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს. ინტერნეტ-პორტალ Goal-ის ცნობით, "ვალენსიამ" ესპანეთის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე წინადადებით უკვე მიმართა კატალონიურ გრანდს.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად მუნირს გადასვლა იჯარის წესით ვიგოს "სელტაში" უფრო სურს, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნდეს. 

რაც შეეხება კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის განზრახვას, "ბარსელონა" მზადაა შეელიოს ელ-ჰადადის მას შემდეგ, რაც "ვალენსიასთან" ესპანელი თავდამსხმელის პაკო ალკასერის ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული