"ბარსელონას" სტადიონი იოჰან კრუიფის სახელს მიიღებს?

AutoSharing Option
"ბარსელონა" დღეს დირექტორთა მრჩეველთა საბჭოზე სტადიონის სახელის შეცვლის საკითხს განიხილავს.

როგორც Sport.es-ი იტყობინება, ხელმძღვანელობას სტადიონისთვის "კამპ ნოუს" ნაცვლად კლუბის ლეგენდის, იოჰან კრუიფის სახელის მინიჭება სურს, რომელიც 24 მარტს გარდაიცვალა. XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა.

წყაროს ცნობით, ინიციატივა სტადიონის სახელის გადარქმევაზე გულშემატკივართა მხრიდან წამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული