ჩავი: მხარს ვუჭერ ფანებს, რომლებმაც ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ჩავიმ ესპანეთის თასის ფინალში მომხდარ სკანდალურ მომენტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ფინალში კატალონიელმა და ბასკმა ფანებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს.

"გულშემატკივრებს მხარს ვუჭერ. ჩვენ ხომ დემოკრატია გვაქვს? მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა. მათ არ მოსწონთ ესპანეთის ჰიმნი და სურთ, რომ დამოუკიდებლები იყვნენ. თუ ამ დროს არავინ კვდება, მაშინ მშვიდობიანად და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

ამის გამო კლუბების წინააღმდეგ სანქციები არ უნდა დაწესდეს", - თქვა ჩავიმ Marca-სთან საუბარში.
ასევე დაგაინტერესებთ