17 წლის მოზარდი "კამპ ნოუს" აფეთქებით იმუქრებოდა

AutoSharing Option
17 წლის ესპანელი პოლიციამ ესპანეთის თასზე ტერაქტის მოწყობის მუქარის გამო დააკავა, - იტყობინება Goal.com-ი.

25 მარტს მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ "კამპ ნოუზე" ბომბს დადებდა, თუმცა შემდეგ მუქარა წაშალა.

მიუხედავად ამისა, ქალაქ მოლინა-დე-სეგურას მცხოვრები მაინც დააკავეს. რა ელის ხულიგანს, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალური მატჩი "კამპ ნოუზე" 30 მაისს გაიმართება. შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული