"ბარსელონამ" ლუის ენრიკეს პოსტის შენარჩუნებისთვის პირობები წაუყენა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში ორი მატჩია საიმისოდ, რომ კლუბიდან 5 იანვარს დათხოვნილი სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას გზას არ გაჰყვეს.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელისგან ესპანეთის თასზე "ელჩესთან" და 11 იანვარს ლა ლიგაში "ატლეტიკოსთან" დამაჯერებელ გამარჯვებებს მოელის.

ამასთან, ლუი ენრიკემ მიიღო მითითება, სასწრაფოდ მოაწესრიგოს ურთიერთობა თავის ფეხბურთელებთან, უფრო ზუსტად კი, არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან.

ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" დატოვა
"ბარსელონაში" კრიზისია - მესი ლუის ენრიკეს დაუპირისპირდა, სუბისარეტა გაუშვეს
"ბარსელონამ" ანდონი სუბისარეტა გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
სუსტი მწვრთნელია.მისი მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე ამის თქმა შეიძლება.
sake
12:19 07-01-2015
0
არ არის სისულელე, გიორგი. ლუის ენრიკემ სისულელე გააკეთა, როდესაც ანოეტაზე, სადაც 6 წელია ბარსას არ მოუგია, ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი. არჩევნებიც კარზეა მომდგარი და ბარტომეუ აშკარად ძლიერდება ამ ფონზე. თანაც, მესი, როგოც ჩანს, ბარტომეუს მხარესაა.
თემო
21:31 06-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული